გიორგი კეკელიძე სტუმრად სკოლაში
2 თებერვალს, ქალაქ რუსთავის N 10 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა პოეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე. მან N10 სკოლის მოსწავლეებს,მასწავლებლებს და საზოგადოებას წარუდგინა და გააცნო ''გურული დღიურები''. შეხვედრა მეტად საინტერესოდ, კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იუბილე
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 175 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში, რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის VI-IX კლასების მოსწავლეები (პედაგოგები: ს.სახვაძე, ნ.შარიქაძე, ლ.ხაჩიძე) უნივერსიტეტს ეწვივნენ და დაათვალიერეს I სასწავლო კორპუსის აუდიტორიები, სამუზეუმო სივრცეები, ბიბლიოთეკა, ოთახი, სადაც გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველა, მარო მაყაშვილისოთახი და მისი პირადი ნივთები. მოსწავლეებმა მოისმინეს უნივერსიტეტის ისტორიის ლექტორის , ბატონ სანდრო მარუაშვილის საინტერესო ლექცია უნივერსიტეტის დაარსების, ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, თავადაც წარმოადგინეს პრეზენტაცია, წაიკითხეს საინტერესო ცნობები უნივერსიტეტისა და მისი პირველი რექტორის შესახებ.
ბატონმა სანდრომ საინტერესო მეგზურობა გაუწია და უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებშივე, ჩვენი სკოლის ქართული ენისა დალიტერატურისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების მიერ სკოლის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა თეორიული კონფერენცია. აღინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე და დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.
ნიკოლოზ ბარათაშვილი
2015 წლის 27 მაისს, მე-9ა კლასში (პედაგოგი: ნუნუ სახვაძე) ნარიყალაზე ჩატარდა პროექტ - გაკვეთილი თემაზე: ნიკოლოზ ბარათაშვილი -- "ბედი ქართლისა". პროექტის მიზანი იყო მე-18 საუკუნის საქართველოს ისტორიული მდგომარეობის განხილვა, პარალელები თანამედროვეობასთან, გეორგიევსკის ტრაქტატი, 1795 წლის კრწანისის ბრძოლა. მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო მასალა ისტორიულ ფაქტებზე საპრეზენტაციოდ, გააკეთეს სლაიდები, ფოტო მასალა. გამოუშვეს გაზეთები.
პროექტ-გაკვეთილი აფხაზეთი
28 სექტემბერს,სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის მე-7 კლასში (პედაგოგი: ნუნუ სახვაძე) ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი თემაზე"აფხაზეთი ჩვენი ტკივილია". გაკვეთილს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: გიორგი გოროზია - რუსთავის მერის რწმუნებული, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, სოსო ციკოლიას მშობლები - ქ-ნი მერი და ბ-ნი ალექსანდრე ციკოლიები, სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული ჟურნალი აფხაზეთის ომის ისტორიაზე, სარედაქციო ჯგუფებმა გამოუშვეს გაზეთები, შექმნეს პროგრამა და ბუკლეტები, აკინძეს წიგნი საკუთარი ავტორობით.
გასვლითი ღონისძიება ქაშვეთის ეკლესიაში
23 ნოემბერს, სსიპ ქ.რუსთავის #10 საჯარო სკოლია მე-7 კლასის მოსწავლეებმა, (პედაგოგი: ნ. სახვაძე) ჩაატარეს პროექტ-გაკვეთილი - " საქართველოს მფარველი წმინდანი", რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებში რელიგიური შემწყნარებლობის გაცნობიერება, ტოლერანტობის გრძნობის გაღრმავება, წმინდა გიორგის ცხოვრების გაცნობა.მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მოიძიეს ინფორმაციები წმინდანის ცხოვრების შესახებ, საპრეზენრაციო პროგრამის მეშვეობით შექმნეს პრეზენტაციები, შეაგროვეს ფოტო და ვიდეო მასალა, სარედაქციო ჯგუფებმა გამოუშვეს გაზეთები. პროექტ-გაკვეთილის დაწყებას წინ უძღოდა მამა ელიზბარის საუბარი, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო ეკლესიის დაარსების ისტორია, რის შემდეგაც მოსწავლეებმა მოილოცეს ტაძარი, მოინახულეს წინაპართა საფლავები.
გიორგობა
24 ნოემბერს, სკოლის სამლოცველოში ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნა გიორგობის დღესასწაულს, მე-5 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი: ნ. სახვაძე) წარმოადგინეს წმინდა გიორგის ცხოვრებისა და ღვაწლის ამსახველი პრეზენტაციები, შექმნეს ელექტრონული წიგნი წმინდანის ცხოვრებაზე.
აკაკი წერეთელი
16 დეკემბერს, რუსთავის #10 საჯარო სკოლაში, აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა( პედაგოგები:ნუნუ სახვაძე) . ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს მწერლის ცხოვრება და შემოქმედება.
ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
გასვლითი ღონისძიება მთაწმინდაზე
2014 წლის 8 ნოემბერს, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ (პედაგოგები: ნ.სახვაძე, ნ.შარიქაძე, ლ.ხაჩიძე) მოაწყო გასვლითი ღონისძიება მთაწმინდაზე სახელწოდებით:”ილია ერის სულიერი მამა”. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები. მათ გვირგვინით შეამკეს დიდი პოეტის საფლავი, წარმოაჩინეს ერის სულიერი მამის ღვაწლი, მემკვიდრეობა, ღვაწლი და შემოქმედება.
ჩატარებულმა ღონისძიებამ მოსწავლეებში ხელი შეუწყო სახელოვანი მამულიშვილის ტრადიციებისა და მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას.

გასვლითი ღონისძიება სვეტიცხოველში
17 ოქტომბერს, მოეწყო გასვლითი სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია სვეტიცხოველში. კონფერენციის თემა იყო: ” სვეტიცხოველი იგავთ მიუწვდომელი ქმნილება”. კონფერენცია მიზნად ისახავდა მოსწავლეთა სულიერების ამაღლებას, ისტორიული ძეგლებისა და ქრისტიანული დღესასწაულების მიმართ პატივისცემას, რელიგიური ტოლერანტობის გრძნობის გაღვივებას. კონფერენცია დაიგეგმა და განხორციელდა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ (პედაგოგები: ს. სახვაძე, ლ.ხაჩიძე, ნ. შარიქაძე)
კონფერენციაში მონაწილეობდნენ VI-VII-VIII-IX კლასების მოსწავლეები. მათ დაამუშავეს და წაიკითხეს თემები:
მცხეთა- ისტორიული ქალაქი;
“სვეტიცხოველი” – წარმოშობის ისტორია;
“სვეტიცხოვლობა”- საეკლესიო დღესასწაული.
სკოლისა და ოჯახის როლი მოზარდის აღზრდაში (სემინარ-ტრეინინგი)
2014 წლის 23 dekembers ganvaxorciele mSobelTa saswavlo- aRmzrdelobiTi seminar-treiningi
Temaze: ,,skolisa da ojaxis roli mozardis aRzrdaSi”.
seminarze maswavleb2lis winasityvaobis
Semdeg, mSoblebma: eka gogilaSvilma da ia maniaSvilma waikiTxes Temebi:,, skola
da ojaxi”, ,,mozardis aRzrda”.
imuSaves jgufebSi winaswar momzadebul kiTxvarebze, moxda
moswavleTa naxatebis (,,Cemi ojaxi ‘’ ) gamofena-gaanalizeba. proeqtis mizani
iyo moswavleTa motivaciis amaRleba da
mSobelTa CarTulobis gazrdaVI klasSi
2014
wlis 7oqtombers Catarda maswavleblis
dRisadmi miZRvnili RonisZieba- “maswavlebeli codnis lampari” , romelSic
monawileobamiiRes VI-klasis moswavleebma
RonisZiebaze gamonaTqvamebs leqsebi cvlida, leqsebs-sityvebi. romlebic
pedagogebis mimarT pirovnul pativiscemas da Rvawlis dafasebas gamoxatavdnen.
Mmoswavleebma madlierebis niSnad misaloci baraTebiTa da, yvavilebiT gamoxates
siTbo da siyvaruli sakuTari pedagogebis mimarT.
25 oqtombers Caatarebul RonisZiebaze , ,,giorgoba”,. VI klasis
Mmoswavleebma warmoaCines wminda giorgis cxovreba da Rvawli. gaakeTes slaidebi
, moiZies informaciebi wmindanis Sesaxeb.
mizani: religiuri
Semwynareblobis gacnobiereba, tolerantobis gaRrmaveba, wmindanebis pativiscema.
30 oqtombers VI klasSi Catarda
proeqt- gakveTili ,,miwaSi midgas fesvebi”. gakveTilis mizani iyo
sazRvargareT arsebuli eklesia- monastrebis
gacnoba da wmindanTa Rvawlis
dafaseba.moswavleebma Seqmnes eleqtronuli wignebi, gaakeTes prezentaciebi, video
kolaJi. ramac xeli Seuwyo moswavleebSi
kvleva-Ziebis, kritikuli,kriatiuli azrovnebis Camoyalibebas.




9 თებერვალს, რუსთავის #10 საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება მიეძღვნა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წელს. სკოლის ფოიეში მოსწავლეებმა მოაწყვეს დიდი მგოსნისადმი მიძღვნილი კუთხე, გამოფინეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კედლის გაზეთები, წაიკითხეს ლექსები პოეტის კრებულიდან. სასწავლო დღის განმავლობაში, გაკვეთილების პირველი 10 წუთი მიეძღვნა აკაკი წერეთლის ნაწარმოებების კითხვას.

ქ.რუსთავის # 10 საჯარო სკოლაში 20- დან 26 აპრილის ჩათვლით ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ მოაწყო კვირეული. (კათედრის ხელმძღვანელი ნ. სახვაძე, წევრები: ნ. შარიქაძე; ლ. ხაჩიძე;)
20 აპრილს, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით მოეწყო მშობელთა სასწავლო- აღმზრდელობითი კონფერენცია თემაზე: ,, სკოლისა და ოჯახის როლი მოზარდის აღზრდაში”. (პედაგოგები: ნ.სახვაძე, ლ. ხაჩიძე, მ. შარიქაძე)
21 აპრილს, ჩატარდა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერნცია თემაზე: ,,ქართული ენის თავგადასავალი” მონაწილეობდნენ VI- VII- IX- X კლასის მოსწავლეები ”.(პედაგოგები:ნ.სახვაძე, ლ. ხაჩიძე, მ. შარიქაძე). მათ წაიკითხეს თემები ქართული ენის დამწერლობის, წარმოშობის, კულტურულ- ისტორიული განვითარების შესახებ. კონფერნცია მიზნად ისახავდა მოსწავლეთა სულიერების ამაღლებას, ენის სიყვარულისა და პატივისცემის გაღვივებას.
22 აპრილს VIII კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
გაკვეთილის თემა: პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილია ჭავჭავაძის, აკაკიწერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ზოგიერთი თანამედროვე პოეტის ლექსების მიხედვით. (პედაგოგი: ნ. შარიქაძე)
22 აპრილ ჩატარდა ვიქტორინა: ,,ვიცნობდეთ აკაკის“. მონაწილეობდენ V-VI კლასების მოსწავლეები (პედაგოგები:ნ.სახვაძე, ლ. ხაჩიძე, მ. შარიქაძე). გამარჯვებული გუნდი ,,ჩიხურა“ და მონაწილე გუნდები: ,,განთიადი“ და,, სავანე“_დაჯილდოვდნენ სიგელებით.
23 აპრილს, VII კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: აკაკი წერეთლის ,,თორნიკე ერისთვი“.
23 აპრილს დედაენის ძეგლთან განხორციელდა პროექტი: ,, და ენაი ესე, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა“(VI კლასი, პედაგოგი: ნ.სახვაძე)
მეორე პროექტი :,, ბურჯი ეროვნებისა”, რომელზედაც VI და IV კლასის მოსწავლეები მუშაობდნენ 10 დღის განმავლობაში გაგრძელდა მთაწმინდაზე. (პედაგოგი: ნ.სახვაძე) .
24 აპრილს XI კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანი შარიქაძე) წარმოადგინეს ალექსანდრე ყაზბეგის “ხევისბერი გოჩას” მთავარი პერსონაჟის ლიტერატურული გასამართლება.


 |
|

 |
|
2 თებერვალს, ქალაქ რუსთავის N 10 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა პოეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი – გიორგი კეკელიძე. მან N10 სკოლის მოსწავლეებს,მასწავლებლებს და საზოგადოებას წარუდგინა და გააცნო ”გურული დღიურები”. შეხვედრა მეტად საინტერესოდ, კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.