Wednesday, 21 January 2015

გაკვეთილები


               
აფხაზეთი ჩვენი ტკივილია
1.        პროექტის  სახელწოდება : აფხაზეთი ჩვენი ტკივილია
2.      პროექტის მთავარი იდეა :  აფხაზეთის ომის მიზეზების გაცნობა,აფხაზ და ქართველ მწერალთა შემოქმედების მიხედვით ომამდელი და ომის შემდგომი აფხაზეთის წარმოდგენა, აფხაზების მიმართ კეთილგანწყობის შექმნა და ნდობის აღდგენისა და ურთიერთგაგებისკენ მოწოდება. ომში დაღუპული გმირების მიმართ პატივისცემის გრძნობის გაღრმავება და მათ მაგალითზე პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.


3.      პროექტის აქტუალობა: დღეისათვის საქართველოს დაკარგული ტერიტორიები ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მისი გამთლიანება ყველა ქართველის ოცნება და უდიდესი სურვილია. ამ მიზნით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ ომამდე ქართველი და აფხაზი ხალხის ერთმანეთისადმი კეთილგანწყობა და პატივისცემა როგორ შეცვალა უცხო ძალის მიერ პროვოცირებულმა სისხლისმღვრელმა ომმა, რომელმაც მტრობა და სიძულვილი ჩამოაგდო ქართველებსა და აფხაზებს შორის. ასევე აუცილებელია მოსწავლეები გაეცნონ ორივე პერიოდში შექმნილ ქართველ და აფხაზ მწერალთა შემოქმედებას ად მათში ასახულ სიყვარულისა და მტრობის ისტორიებს, რომელიც მათ რეალურ წარმოდგენას შეუქმნით არსებულ მდგომარეობაზე და დააფიქრებს, რა გზით შეიძლება აღდგეს ძველი ურთიერთობები.
4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ აფხაზეთის ომის ისტორიას და გამოიკვლევენ მის გამომწვევ მიზეზებს. ასევე მოიძიებენ ინფორმაციას ქართველი და აფხაზი მწერლების მიერ საქართველოსა და აფხაზეთზე შექმნილ ლიტერატურული ტექსტების შესახებ. მოიძიებენ ასევე ფოტომასალას. მოსწავლეთა კვლევის მიზანი უნდა გახდეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ბიოგრაფებიები, ფოტოები, მათ გმირობაზე შექმნილი ლექსები, ჩანაწერები, სიმღერები.
5.      მოსწავლეთა ასაკი:    9--10წელი,   მე–6 კლასი.
6.      პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე.
7.      მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ელექტრონული ჟურნალი აფხაზეთის ომის ისტორიით, ომამდელი და ომის შემდგომი ფოტომასალით, ქართველი და აფხაზი მწერლების ლექსებითა და თხზულებებით, ომში დაღუპული ცნობილი გმირების სურათებითა და ისტორიებით და მათზე შექმნილი ლექსებითა და ჩანაწერებით.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, აფხაზეთის ომზე გამოცემული წიგნები, სტატიები ჟურნალგაზეთებიდან (პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები მიღებენ კონსულტაციას ბიბლიოთეკარისაგან, გაესაუბრებიან ახლოს მდებარე დასახლებაში მცხოვრებ ლტოლვილებს, დაღუპული გმირების დედებს).
9.      პროექტის მსვლელობა:  კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად: ისტორიკოსთა, ლიტერატორთა და ჟურნალისტთა ჯგუფებად (მათი ინტერესებიდან გამომდინარე).  ისტორიკოსთა ჯგუფი იმუშავებს აფხაზეთის ომის ისტორიული საფუძვლების, გამომწვევი მიზეზების შესახებ. ლიტერატორთა ჯგუფი ეძებს და აგროვებს ქართველ და აფხაზ მწერალთა ომამდე და ომის შემდგომ შექმნილ ნაწარმოებებს. ჟურნალისტთა ჯგუფი იკვლევს ომში დაღუპული გმირების ისტორიებს და იღებს ინტერვიუს დაღუპულთა ახლობლებისაგან. ჯგუფები წარმოადგენენ მოძიებულ მასალებს და ახდენე პრეზენტაციებს. მასალა ხარისხდება ელექტრონული ჟურნალისათვის. პირველ გვერდზე განთავსდება აფხაზეთის ომის ისტორია – „ვინ დაუყენა ავი ჟამი ზღვისპირა მტრედებს?“. მეორე გვერდზე განთავსდება ომამდელი ლიტეარტურული ნაწარმოებები, სახელწოდებით – „ჩვენი ძმობის ისტორია“. მესამე გვერდი დაეთმობა ომის შემდგომი პერიოდის ლიტერატურას, სახელწოდებით – „გადამთიელთა რისხვამ გაიმარჯვა“. ბოლო გვერდები დაეთმობა ომში დაღუპული გმირების ისტორიებს, ფოტომასალას, ინტერვიუებს მათ ახლობლებთან, სახელწოდებით – „მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“.
proeqtis xelmZRvaneli:      VI    klasis qarTuli  enisa da literaturis    pedagogi     s.  saxvaZe                                                       









No comments:

Post a Comment